თბილისის მერიის ინიციატივით, ილუსტრილებული წიგნი: „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" გამოიცა. მაღალი ხარისხის, დასურათებულ კატალოგში ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის მერიის მიერ, ქალაქის ძველი უბნებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებია აღწერილი. წიგნი გამოიცა, რათა დოკუმენტურად იქნას შემონახული თბილისის უახლესი ისტორია და მომავალ თაობებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დეტალურად გაეცნონ ყველა იმ სამუშაოს, რომელიც თბილისის განახლებისა და გალამაზებისთვის მიმდინარეობდა.
წლების განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა უძველეს უბნებს, ქუჩებსა და მოედნებს. კაპიტალურად შეკეთდა საცხოვრებელი სახლები, გამოიცვალა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების სისტემები და თბილისის კოლორიტულმა უბნებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა.
აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია გუშინ, 14 ივნისს „ლეღვთახევში" გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.