რიკოთის უღელტეხილის დამეწყრილ ნაწილში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთ საათში აღდგება. გაწმენდითი სამუშოები უკვე სრულდება. მზადდება მოძრაობის გადართვისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ღონისძიებები.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან, რიკოთის გვირაბის დასავლეთით გზა 12 ივნისს დაიმეწყრა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ. პარალელურად, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებსა და გეოლოგებთან ერთად, ადგილზე ნიადაგის გამოკვლევა და რისკების შესწავლა მიმდინარეობდა.
მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ორი დღის განმავლობაში მოძრაობა შემოვლითი - გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით იყო დაშვებული.