ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები", ხვალ, თბილისში მომზადებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი" - გამოაქვეყნებს. კითხვარი ექვს შეკითხვას აერთიანებდა. მოქალაქეებს პასუხის უნდა გაეცათ შემდეგ კითხვებზე: „მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას," „იცნობენ თუ არა თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს," „თბილისის მერის თანამდებობაზე, რომელი კანდიდატი მოსწონთ," „ახალმა გამგებლებმა და საკრებულოს წევრებმა, რომელ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალონ სტრატეგია შედეგის მისაღწევად," „რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო და რა განაპირობებს არჩევნების სამართლიანობასა და გამჭირვალობას."
ორგანიზაციამ გამოკითხვა 2014 წლის 30 მაისს ჩაატარა. სოციოლოგიური გამოკითხვა, თბილისის სამ სხვადასხვა ხალმხრავალ ადგილას - სააკაძის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მარჯანიშვილის მოედანზე მიმდინარეობდა. ორგანიზაციამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 1 000 მოქალაქე გამოკითხა.
ორგანიზაცია გამოკითხვის შედეგებს 11:00 საათზე, სასტუმრო „ვერე პალასში" წარმოადგენს.