ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ წალკის რაიონის 3 სოფელი დააზარალა. უხვმა ნალექმა სოფელ ტბეთის შუაგულში მდებარე წყალსაცავის ადიდება გამოიწვია.
კალაპოტიდან გადმოსული წყლის სიმაღლე ნახევარ მეტრს აღწევდა. შედეგად დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.
ადგილობრივების განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად, შესაძლოა, მათი ევაკუაციაც გახდეს საჭირო, რადგან წყალსაცავში წყლის სიმაღლე ზედა ზღვარს აღწევს.