დღეს, 25 მარტს, საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი პარლამენტის დროებითი კომისია კონტროლის პალატას ეწვევა.
კომისიის წევრები დაესწრებიან პრეზენტაციას, თემაზე „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესი კონტროლის პალატაში."
საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები არიან ბეჟან ბუცხრიკიძე (კომისიის თავმჯდომარე), პავლე კუბლაშვილი, ნიკოლოზ ლალიაშვილი, გიორგი მელაძე და სხვ.