დღეს, 11 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკი საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლებს. მოდის სფერო ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ერთიანდება. პროექტის ორგანიზატორები არიან სამოდელო სააგენტო "Look Models" (იდეის ავტორია სააგენტოს ხელმძღვანელი - ნინო ცქიტიშვილი) და ჟურნალი "სითი" (ეკა ხოფერია).
საღამოზე ჟურნალი სითი გამართავს ცნობილი ქართველი ქალბატონების პორტრეტების გამოფენა-გაყიდვას. ასევე მოეწობა ქართველი დიზაინერების Show Room, სადაც წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი მაისურები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ნამუშავრების გამოსახულებით. გაიმართება 2 წამყვანი ქართველი დიზაინერის, ავთანდილის და ანუკა არეშიძის ჩვენება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა დროის წარმატებული ქართველი მოდელები.
ასევე შესრულდება მუსიკალური ნომრები ქართველი მომღერლების მიერ. საღამოზე შემოსული თანხები მოხმარდება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას და მათ პირველად სამედიცინო საჭიროებებს. პროექტის მთავარი მიზანი აღნიშნული პრობლემის მიმართ საზოგადოების ყურადღების გაზრდა და მომავალში სხვა სფეროს წარმომადგენლების დაინტერესებაა.