გვიან ღამით, ტყიბულის მაღაროში დაშავებულები 7 ადამიანი თბილისში გადმოიყვანეს.
მაღაროელებს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა ძირითადად სახის არეში აქვთ მიყენებული.
მომხდარის მიზეზი მაღაროში ცხელი ჰაერის ტალღა გახდა. თუმცა დეტალებს უკვე სპეციალური კომისია შეისწავლის, რომლის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე მაღაროელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.