სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მრევლს მოუწოდა სახლები ნაკურთხი წყლით აკურთხონ. Aამის შესახებ, უწმინდესმა სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა და ასევე სამების ტაძრის დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
,,დღეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული - საპატრიარქო ტაძრის დღესასწაული, ხსენება წმინდა სამებისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი არს ჩვენთან. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა ამ დიდებული ტაძრის აშენება ინება. სხვა სახელობის რომ ყოფილიყო, ჩვენ მას ვერ ავაშენებდით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხელთუქმნელი ტაძარი, მსგავსად ხელთუქმნელი ხატისა. ეს ტაძარი როცა აშენდა, ვთქვი, რომ ეს არის ავტოპორტრეტი ქართველი ხალხისა", - ბრძანა უწმინდესმა.