პოლონეთში უკრაინელებით სავსე მიკროავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. დაიღუპა 7 ადამიანი. დაჭრილია 5. უკრანელებით სავსე მიკროავტობუსი ავტომობილს შეეჯახა, რომელიც გზატკეცილზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსი გადატრიალდა შემდეგ კი მას ცეცხლი წაეკიდა. 
ყველა მგზავრი - უკრაინელია, რომლებიც ჩეხეთში მუშაობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები