ფოთის ინდუსტრიული ზონის მშენებლობა მაისში დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, ზონის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ფოთში ახალ საწარმოებს 22 კომპანია ააშენებს, რომლებთანაც შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
"22 ლიცენზიაა გაცემული სხვადასხვა კომპანიაზე. ისინი ფოთში ახალ საწარმოებს ააშენებენ და სამუშაო ადგილებს შექმნიან. მათ შორისაა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი კომპანია "LG", - განუცხადა გილაურმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, იმ კომპანიებს შორის, რომლებთანაც შესაბამისი შეთანხმება ირანული, სომხური, აზერბაიჯანული, არაბული და სამხრეთ კორეული კომპანიებიც არიან.
გილაურის განმარტებითვე, ზონის მშენებლობაზე სულ 100 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 1000 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ფოთშია, სადაც ის გასვლით სხდომას გამართავს.