13 ივნისს, საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ორგანიზებით საინვესტიციო კონფერენცია ჩატარდება, რომლის მიზანია ბიზნეს საქმიანობისა და
ინვესტიციის საკითხების განხილვა.
DWV (გერმანიის ეკონომიკური განვითარების) ინფორმაციით, კონფერენციაზე მოხდება იმის დემონსტრირება, თუ რაოდენ დიდი და გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირისათვის.
კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს ბიზნესმენებს, წარმოაჩინონ თავიანთი საქმიანობა და პოპულარიზაცია გაუწიონ თავიანთ პროდუქციასა და მომსახურეობას.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ბიზნესის მხრადამჭერი ორგანიზაციები კონფერენციის მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში მათი საქმიანობის შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება მოსაწვებების საშუალებით.