მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აბრეშუმის მუზეუმში ინტერაქტიური გამოფენა მიმდინარეობს.
დამთვალიერებელს საშუალება აქვს თავად მიიტანოს აბრეშუმის ნივთი გამოფენაზე - სამოსი ან ქსოვილი და მუზეუმის ეზოში მოწყობილ ექსპოზიციაში თავად გამოფინოს.
თითოეული მონაწილე თავის ნივთთან ერთად წარადგენს მასთან დაკავშირებულ ამბავსაც.
გამოფენაზე მისული ბავშვებისთვის ხატვის და ძერწვის ვორქშოფი მიმდინარეობს, ბავშვები ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ მუზეუმის ექსპონატებს ხატავენ და ძერწავენ.
გამოფენაზე მისულ დამთვალიერებს აქვს საშუალება დააგემოვნოს თუთის ჩაიც.
გამოფენა-აქცია ერთდღიანია, დღის ბოლოს სტუმრები საკუთარ ნივთებს სახლში წაიღებენ.