მშვიდობით მივდივართ და შინაც მშვიდობით დავბრუნდებით_ განაცხადა უკრაინაში გამგზავრების წინ ევროპულ-ქართული საზოგადოების EUGS პრეზიდენტმა ანა რეხვიაშვილმა, რომელიც 15-16 მაისს ოდესაში გამართულ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე სპეციალური მანდატით არის მიწვეული.
,,ამ დღეებში, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ურთულეს ქალაქში_ ოდესაში EUROWOMAN 2014 და მსოფლიოს ქალთა კლუბების კონგრესი გაიმართება, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული წარმატებული ქალბატონები პოლიტიკის, დიპლომატიის, მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროდან.
ეს იქნება ჩვენი და მსოფლიოს საქმიანი და წარმატებული ქალბატონების სოლიდარობა უკრაინის ერთიანობისა და თავისუფლებისათვის.
ეს იქნება საქმიანი და პრინციპული გადაწყვეტილებების დრო და ადგილი" _ განაცხადა ევროპულ-ქართული საზოგადოების EUGS პრეზიდენტმა ანა რეხვიაშვილმა, რომელიც ევროვუმენის ერთ-ერთი სპიკერი იქნება.