რუსთავში სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქციები დღეს დილიდან განაახლეს. ამ დროისთვის, ისინი ქალაქის შესასვლელში არიან შეკრებილები. აქციაში მონაწილეობენ როგორც "რუსთავი-თბილისის" სამაშრუტო ხაზების, ასევე შიდა საქალაქო მარშრუტების მძღოლები. რუსთავის გასასვლელში მობილიზებილი არიან სამართალდამცავები.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანას კონკურსში გამარჯვებული კომპანია ,,ინტერტრანსი" საკუთარი მიკროავტობუსებით ახორციელებს, რასაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ.
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების პროტესტი გუშინდელ შემთხვევას უკავშირდება. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზის ერთ-ერთმა მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.