ლუგანსკში უკრაინის უშიშროების საბჭოს სამმართველოს შენობაში გამაგრებულ სეპარატისტებს დამხმარე ძალა სევასტოპოლიდან მიუვიდათ, ისინი ამჟამად შენობას იერიშისათვის ამზადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის, ლუგანსკში უკრაინის უშიშროების საბჭოს სამმართველოს შენობასთან მართლაც დგას რამდენიმე ავტომობილი ყირიმის სანომრე ნიშნებით. სეპარატისტები აგრესიულად იქცევიან და ჟურნალისტებს ერჩიან.
სეპარატისტებმა ასევე გააკეთეს განცხადება ლუგანსკის რესპუბლიკის პარლამენტის შექმნის შესახებ, რომელშიც საკუთარი თავი აირჩიეს.
მომიტინგეები შენობის იერიშს ელიან, რომელშიც მონაწილეობას ნაციონალური გვარდიის ნაწილები და რამდენიმე ტანკიც მიიღებს.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ შენობასთან იმყოფება რამდენიმე ასეული ადამიანი, ისინი „კბილებამდე" არიან შეიარაღებულნი.