ბანკი „რესპუბლიკა": აქცენტი ბიზნესზე
მილიარდ ლარზე მეტი აქტივებით ბანკი „რესპუბლიკა" ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი" აგრძელებს ბაზრის ზრდის რიტმს.
ავტორი ეკა ლომიძე
ბანკ "რესპუბლიკა" ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" პარტნიორი კომპანიები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ მათი წარმატების დიდი წილი ბოლო წლებში სწორედ ბანკ "რესპუბლიკასთან" პარტნიორულმა ურთიერთობამ განაპირობა, რაც თავის მხრივ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება და ორიენტირებულია კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის პროცესების გამარტივებაზე.
ყოველ თვე, GHN.GE წარმოგიდგენთ ბანკ „რესპუბლიკის" ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის" (Société Générale) ერთ-ერთი კორპორაციული კლიენტის ისტორიას. სტატიის ავტორს საშუალება ჰქონდა, გასაუბრებოდა ბანკ „რესპუბლიკის" კომერციულ დირექტორს რამაზ კუკულაძეს იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა ბანკის ურთიერთობებზე დაფუძნებულ საბანკო საქმიანობაზე გადასვლა ქართულ კომპანიებს წარმატების მიღწევაში.
ბანკი „რესპუბლიკა", რომელიც დაფუძნდა 1991 წელს, ფლობს და ინარჩუნებს ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას საქართველოს საცალო და კორპორაციულ ბაზარზე. ბანკი ქვეყნის მასშტაბით იმ ყველაზე წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა, რომელთა საერთო აქტივები მილიარდ ლარს აღემატება. ბანკი „რესპუბლიკა" ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი" თავისი უნივერსალური ბიზნეს მოდელით გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია როგორც ინდივიდუალური პირების, ისე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, ორგანიზაციებისა და მსხვილი კორპორაციებისათვის. 2013 წლის მონაცემებით, ბანკი „რესპუბლიკა" მთლიანი აქტივების სიდიდით მეოთხე, ხოლო სასესხო პორტფელის მოცულობის მიხედვით სიდიდით მესამე ბანკია საქართველოში, რითაც მან 2013 წელს 88 მილიონი ლარის ოდენობის წმინდა საბანკო მოგების (წმინდა საპროცენტო შემოსავალი + წმინდა საკომისიო შემოსავალი) გენერირება შეძლო.
2006 წელს ფრანგულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფმა „სოსიეტე ჟენერალმა" ბანკ „რესპუბლიკის" აქციების პაკეტის 60%-ი შეიძინა. მოგვიანებით, 2009 წელს კი, ჯგუფმა თავისი წილი 80%-მდე გაზარდა. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) ასევე ბანკის მეწილეა 2006 წლიდან. ამჟამად, ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი" ბანკ „რესპუბლიკის" მთლიანი სააქციო კაპიტალის 93.64%-ის მფლობელია, EBRD-ი კი 6.36%-ის. ამდენად, ბანკი მთლიანად ევროპული ორგანიზაციების მფლობელობაშია.
ბანკის ამჟამინდელი წარმატება 2011 წელს მისი მმართველობის სრულმა ცვლილებამ განაპირობა, როდესაც ბანკის ახალი მენეჯმენტი საქართველოს საბანკო სექტორის წამყვანი ფინანსური სპეციალისტებით და პროფესიონალებით დაკომპლექტდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ბანკის წილის მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს საბანკო ბაზარზე. ბანკმა ბრენდის ახალ პლატფორმაზე გადაინაცვლა სლოგანით „ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია". ეს ახალი მიდგომა გუნდური სულისკვეთების პრინციპზეა აგებული. კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ ბანკის თანამშრომლები, პარტნიორები, მომწოდებლები და კლიენტები - ყველა ბანკის ერთიანი გუნდია და ხაზს უსვამს იმას, რომ ბანკის საერთო წარმატება გუნდის თითოეულ წევრზეა დამოკიდებული. ეს სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოხატავს ბანკის მიზანს, ხელი შეუწყოს საკუთარ კლიენტებთან ხანგრძლივ და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, რაც, მომხმარებლის პირად ინტერესებზე მორგების პარალელურად, მათ თავს საერთო ოჯახის წევრად აგრძნობინებს.
"ბანკ „რესპუბლიკის", როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, იყოს სანიმუშო ბანკი, რომელიც მთლიანად კლიენტთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, პროფესიონალურ და ეთიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და ხელს უწყობს პარტნიორი კომპანიების განვითარების ხელშეწყობას. "ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია" გრძელვადიანი ამოცანაა, რომლის შესრულებისას გზადაგზა ბევრ რამეს ვსწავლობთ. გადავედით რჩევაზე დაფუძნებულ საბანკო მომსახურებაზე, რაც მრავალმხრივი პროცესია. ჩვენი თანამშრომლები გადიან სპეციალურ სწავლებას, რომელიც დაეხმარებათ, უკეთ გაითავისონ ბანკირის, როგორც მრჩევლის როლი და ახალი უნარები შეიძინონ. ამრიგად, ისინი მომზადებული იქნებიან იმისათვის, რომ კლიენტებს ახალი ფილოსოფიის მიხედვით მოემსახურონ. ეს ბაზარზე ახალი მიდგომაა, რომელიც ყველა სხვა მოთამაშისგან განგვასხვავებს."- განმარტავს `ბანკ რესპუბლიკის~ კომერციული დირექტორი რამაზ კუკულაძე
ურთიერთობაზე დაფუძნებული საბანკო მიდგომა კორპორაციული მომსახურების კუთხით: წარმატების მოდელი
2012-2013 წლებში ბანკის ახალმა მენეჯმენტმა კორპორაციული საბანკო საქმიანობის სამსახურის რესტრუქტურიზაცია განახორციელა. ბანკის ღირებულ კორპორაციულ კლიენტებად მსხვილ კომპანიებთან ერთად მცირე და საშუალო საწარმოებიც მიიჩნევიან. ყველა ამ მიმართულებას ბანკი „რესპუბლიკა" თანაბარ ყურადღებას უთმობს. ბანკს გათავისებული აქვს, რომ ყოველი ბიზნესი უნიკალურია და სათანადო მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული კომპანიის ძირითადი მახასიათებლების და თავისებურებების შესწავლას, მიკრო და მაკრო ასპექტების გათვალისწინების ფონზე. ეს მიდგომა გულისხმობს კლიენტების საფუძვლიან გაცნობას, რის შემდეგაც ბანკი ურჩევს მათ მოცემული კომპანიის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებულ დაფინანსების სტრუქტურას, სერვისებსა და პროდუქტებს.
ბანკის ახალი მენეჯმენტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო საბანკო პროცედურებისა და პროცესების გამარტივება და მომხმარებლისათვის სერვისებისა და პროდუქტების დროული და ეფექტიანი მიწოდება. ამ მიდგომამ უმალვე გამოიღო შედეგი, რასაც მოჰყვა საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდა, ისევე, როგორც კლიენტების კმაყოფილებისა და ლოიალურობის ამაღლება.
„კორპორაციული საბანკო საქმიანობა უმნიშვნელოვანესია ბანკ „რესპუბლიკისთვის". სწორედ ამიტომ, ჩვენ გავამარტივეთ საბანკო პროცედურები კორპორაციული კლიენტებისათვის. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მათ ჩვენს ცოდნასა და პროფესიონალიზმს ვთავაზობთ, რასაც ემატება ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის" 150-წლიანი გამოცდილება და ყოველივე ამით დახმარებას ვუწევთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელსა და კორპორაციულ კლიენტებს საკუთარი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებებში. საქართველოს ეკონომიკის წინსვლა კორპორაციულ კლიენტებზეა დამოკიდებული და ეს უპირველეს ყოვლისა, მცირე და საშუალო ბიზნესს ეხება", - განმარტავს რამაზ კუკულაძე.
მთელი საქმიანი პროცესის განმავლობაში ბანკ „რესპუბლიკის" პროფესიონალების გუნდი კლიენტებს მუდმივად უდგას გვერდში და მათი განვითარების თითოეულ ეტაპზე შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. ეს სერვისი მოიცავს მუდმივ საკონსულტაციო მომსახურებასა და უფასო კორპორაციულ ტრენინგებს. ბანკ „რესპუბლიკის" გუნდი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის კმაყოფილება, რაც, თავის მხრივ, საფუძველს უყრის ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებს და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ დამოკიდებულებას, რომლითაც ბანკს დღესდღეობით ნამდვილად შეუძლია იამაყოს.
ურთიერთობებზე აქცენტირებულ საბანკო საქმიანობაზე გადასვლის შემდეგ ბანკ „რესპუბლიკამ" დაიწყო ზრდა, რაც გამოიხატება კორპორაციული სასესხო პორტფელის 16.3%-ით მატებაში წინა წელთან შედარებით, რომელთან ერთადაც გაიზარდა ბანკის წმინდა მოგება და საბაზრო წილი.
„ურთიერთობა ჩამოყალიბებულია" კლიენტი: ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" 2006 წელს დაფუძნდა და იგი საქართველოს უმსხვილეს ინდუსტრიულ ჰოლდინგს წარმოადგენს, რომელიც ფართო ბიზნესპორტფელს ფლობს და აერთიანებს რამდენიმე შვილობილ კომპანიას. ეს კომპანიები ელექტროენერგიის წარმოების, ბუნებრივი აირის რეალიზაციის (საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია), ნახშირის მოპოვებისა (შპს „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი") და უძრავი ქონების სექტორებში საქმიანობენ. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, როგორც ევროკავშირი-საქართველო ბიზნესსაბჭოს წევრი, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მრავალ წამყვან საერთაშორისო პროექტშია ჩართული.
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (სსეკ) ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ელექტროენერგიის წარმოების სექტორში საქმიანობს და ამასთან, ჯგუფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წევრ კომპანიას წარმოადგენს. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" უდავოდ წამყვანი მოთამაშეა საქართველოს ენერგოსექტორში. კომპანია ორი მთავარი მიმართულებით მუშაობს: ელექტროენერგიის წარმოება/რეალიზაცია და ბუნებრივი აირით ვაჭრობა. კომპანია რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს მართავს და იგი ენერგიის მომწოდებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერძო კომპანიაა საქართველოში. ამჟამად, სსეკ 8 მცირე ჰიდროელექტროსადგურს ამუშავებს ქვეყნის მასშტაბით და ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის თბოელექტროსადგურს გარდაბნის რაიონში. ამ რესურსებით მას საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოსისტემის მომარაგებაში. ზამთრის თვეებში კომპანია საქართველოს ენერგოწარმოების ბაზრის წილის 21%-ს იკავებს, მისი წლიური წილი კი 10%-ს შეადგენს. კორპორაციას ელექტროენერგია ექსპორტზეც გააქვს მეზობელ ქვეყნებში, ძირითადად, თურქეთსა და სომხეთში.
„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა", გამოცდილი მენეჯმენტისა და განვითარების აგრესიული სტრატეგიის მეშვეობით, თანდათანობით გაზარდა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" ღირებულება. ამან, თავის მხრივ, კომპანიის წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. თუმცა, კომპანიას შემდგომი ზრდისა და პოტენციალის განხორციელებისათვის ერთგული ფინანსური პარტნიორის დახმარება ესაჭიროებოდა.
სტატიის ავტორს საშუალება მიეცა, გასაუბრებოდა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ფინანსურ დირექტორსა და გენერალური დირექტორის მოადგილეს ზურაბ გელენიძეს, რომელმაც კომპანიის საქმიანობისა და ბანკ „რესპუბლიკასთან" ურთიერთობის შესახებ რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი.
„პირველად ბანკ „რესპუბლიკასთან" მუშაობა 2012 წლის აგვისტოში დავიწყეთ. თავდაპირველად, ბანკისაგან კრედიტის სახით მივიღეთ 2 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურ ალაზანი II-ის მშენებლობისათვის იყო განკუთვნილი. ჰიდროელექტროსადგურს ალაზანი II აქვს 6 მეგავატი სიმძლავრე, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება კი 40 მლნ.კვტ საათია. ბანკი „რესპუბლიკა" წარმოადგენდა ერთ-ერთ დამფინანსებელ კომპანიას, ისევე როგორც „თიბისი ბანკი", კავკასიის განვითარების ფონდი (Caucasus Development Fund) და საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი (GRDF), რომელთაც პროექტის დასრულებისათვის საჭირო თანხა გამოგვიყვეს", - აღნიშნა ზურაბ გელენიძემ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ ეს ფინანსური რესურსი მიმართული იყო საქართველოს ეკონომიკის და განსაკუთრებით კი, ენერგეტიკის სექტორის განვითარებისკენ.
„ბანკ „რესპუბლიკამ" ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი" გაითვალისწინა რა დაფინანსებული პროექტის წარმატებული დასრულება, მიიღო გადაწყვეტილება, გაეღრმავებინა ურთიერთობა კომპანიასთან არა მხოლოდ კორპორაციულ დონეზე, არამედ სხვა მიმართულებებითაც. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო ჰოლდინგის ეფექტიანი საქმიანობითა და იმ ორმხრივად ნაყოფიერი ურთიერთობით, რაც ბანკთან ურთიერთობის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა", -განმარტავს ზურაბ გელენიძე.
თავდაპირველი პირობების გაუმჯობესებისა და სხვა ინსტიტუციებიდან აღებული სესხების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ეძებდა საშუალებას, გაეუმჯობესებინა პირობები, რაც უკეთესად მოერგებოდა მის ბიზნესინტერესებს. ამ მიზნით, ჯგუფმა ბანკ „რესპუბლიკასთან" ერთად დაიწყო ხელახალი დაფინანსების პროცესი. ბანკმა, კლიენტის განვითარების სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული სპეციალიზებული სერვისის მიწოდების დაპირების შესაბამისად, საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს დაუყოვნებლად გაუწია დახმარება.
„2013 წლის ბოლოს ბანკ „რესპუბლიკისგან" მიღებული 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი 8.5 მილიონამდე გაიზარდა, ამგვარად, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" სესხის ვადა რვა წლამდე გაიზარდა, სესხის პროცენტი კი შემცირდა. ამის შედეგად გამოთავისუფლდა გარკვეული ფინანსური რესურსები, კომპანიამ კი უფრო ეფექტიანი ფინანსური სტრუქტურა მიიღო", - აღნიშნავს ზურაბ გელენიძე.
ბანკ „რესპუბლიკის" შესახებ ადრე არსებული წარმოდგენის გაქარწყლების მიზნით ზურაბ გელენიძე განმარტავს, რომ „ბაზარზე არსებობდა გარკვეული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ბანკი „რესპუბლიკა" საკმაოდ ნელა იღებდა კრედიტის გაცემის გადაწყვეტილებას. თუმცა, ამ შემთხვევაში კრედიტის გაცემის გადაწყვეტილება საკმაოდ მოქნილად, ეფექტიანად და ორი კვირის ვადაში იქნა მიღებული. სწორედ ბანკ „რესპუბლიკის" საქმისადმი დამოკიდებულება იყო ის მიზეზი, რომ ყველაფერი ასე მარტივად მოგვარდა, კერძოდ მათი სამუშაო განრიგი, მათი მიდგომა და ის ახლო ურთიერთობა, რომელსაც ამგვარად უფრთხილდებოდნენ თავადაც. ბანკ „რესპუბლიკის" კორპორაციულმა გუნდმა ნამდვილად შესანიშნავად იმუშავა და ჩვენ მართლაც ვაფასებთ ამას", - დასძინა მან.
ბანკ „რესპუბლიკასთან" ურთიერთობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ზურაბ გელენიძემ ეს საქმიანი გამოცდილება მხოლოდ დადებითად შეაფასა და დასძინა, რომ ბანკ „რესპუბლიკის" კორპორაციული გუნდი „იყო სრულიად ოპერატიული და მიიღო დროული გადაწყვეტილება ჩვენი კომპანიის მიმართ. მართლაც, მათთან მუშაობა ძალზე სასიამოვნოა.
ბანკი „რესპუბლიკა" ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი" აგრძელებს კორპორაციული პორტფელის გაძლიერებას საქართველოს საკმაოდ კონკურენტულ საბანკო სექტორში. თავისი წარმატების ახალი მოდელის მეშვეობით ბანკი დარწმუნებულია მყარი ზრდის პროცესსა და პროგრესის შენარჩუნებაში საქართველოს ბაზარზე.