. პარტია "ერთიანი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, 22 მარტის ოპოზიციის შეკრებაზე წასვლა ჯერ არ გადაუწყვეტია.
"ხელისუფლებას,რომ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ წაყვანა უნდა, ამას ოპოზიციური ძალებიც და საზოგადოებაც ხვდება. ჯერ არ ვიცი, შალვა ნათელაშვილი რისთვის ოპოზიციურ შეკრებას იწვევს, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნების ბოიკოტირება გამოსავალი რა არის", - აღნიშნა ალასანიამ "ლეიბორისტების" ინიციატივის კომენტირებისას.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით, "ალიანსი საქართველოსთვის" ხელისუფლების შეცვლას მხარს არჩევნების გზით უჭერს, რისთვისაც აქტიური წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ინიციატივით, 22 მარტს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება.