"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, ერთიან ოპოზიციურ კანდიდატთან დაკავშირებით "დაიცავი საქართველოსთან" კონსულტაციები რ მიმდინარეობს.
"ალიანსს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე ჰყავს თავისი გამოკვეთილი კანდიდატი ირაკლი ალასანიას სახით", - განაცხადა სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ალიანსის წარმომადგენელი ლევან გაჩეჩილაძესთან სხვა საკითხებზე კონსულტაციებს არ გამორიცხავს. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მიესალმება თუკი "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ალიანსის პოზიციებს გაითვალისწინებს და მათ შეუერთდება.
"ალიანსში ყველას გვაქვს ერთიანი პოზიცია, ერთიანი ხედვა, აზრთასხვადასხვაობა არ არის. ვინც შემოგვიერთდება იქნება კარგი, მითუმეტეს, ლევან გაჩეჩილაძე იმ ძალის და იმ გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია, რომელსაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე გავლენა აქვს", - განმარტა სუბარმა.