გვიან ღამით, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ,,საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრი დააყაჩაღეს. 
ბანკში ერთი ნიღბიანი შეირაღებული პირი შეჭრა, თუმცა  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით, უცნობია წაღებული თანხის ოდენობა.  
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით  მიმდინარეობს. 
ადგილზე რამდენიმე საათის მანძილზე მუშაობდნენ კინოლოგები და კრიმინალისტთა ჯგუფები.