ENG / RUS       12+

რომან გოცირიძე: ნულოვანმა ვარიანტამა თავი 20 წლის შემდეგ შეგვახსენა

რესპოდენტის შესახებ

უკრაინის პრემიერ მინისტრმა იაცენიუკმა მთავრობის სხდომაზე გასცა დავალება, რათა დაიწყონ იურიდიული დოკუმენტების მომზადება რუსეთისადმი სამართლებრივი პრეტენზიების წაყენების მიზნით. უკრაინა მოითხოვს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გასანაწილებელი ქონებიდან საკუთარი წილის მიღებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ესაუბრა, რომელიც თავის დროზე მუშაობდა ამ საკითხებზე და დაჟინებით მოითხოვდა არ მომხდარიყო ანალოგიური დოკუმენტის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ.
-ბატონო რომან, თუ შეიძლება, მოკლედ შეგვახსენეთ, რას გულისხმობდა საბჭოთა ქონების გაყოფის ე.წ.ნულოვანი ვარიანტი, რა მიზანი აქვს უკრაინას და რის სანაცვლოდ დავთმეთ ჩვენ ეს აქტივები?
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილ რესპუბლიკებს ერგოთ საბჭოთა კავშირის საგარეო აქტივები (ქონება ) და პასივები (ვალები) ასეული მილიარდი დოლარის ოდენობით (აქტივები ბევრად აჭარბებდა პასივებს) : საზღვარგარეთ კუთვნილი საელჩოების, წარმოადგენლობების შენობები, მიწები, წილები საწარმოებში, აქციები , ვალუტა უცხოური პროფილის საბჭოთა ბანკებში, ქვეყნის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის და ოქროს რეზერვები, ალმასის და ბრილიანტების ფონდის მარაგები, საბჭოთა კავშირისადმი " მოძმე ქვეყნების" ( კუბა, ვიეტნამი, ერაყი და სხვა.) ვალები. ამავე დროს, საბჭოთა კავშირს ჰქონდა ვალები დასავლეთის ქვეყნების (ე.წ „პარიზის კლუბი") და უცხოური ბანკების ( ე.წ. ‘ლონდონის კლუბი" ) წინაშე. ნულოვანი ვარიანტი ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი გაისტუმრებდა ყველას ვალს და შერჩებოდა ყველას კუთვნილი ზემოთ ჩამოთვლილი ქონება. სხვაობა უზარმაზარი იყო ვალებთან მიმართებაში.
საქართველომ და უკრაინამ არ დათმო თავისი წილი (უშუალოდ ვმონაწილეობდი მოლაპარაკების ამ პროცესში და შემდეგ განვითარებულ მოვლენებში), დანარჩენები თავიდანვე აიძულეს, რომ დათანმებულიყვნენ რუსეთის შეთავაზებას. საქართველომ გაძლო ათი წელიწადი ისე, რომ არ ახდენდა ამ დოკუმენტის რატიფიცირებას პარლამენტში, თუმცა რუსეთის მხრიდან წვრილმანი შეტავაძზების და ზეჭოლის სანაცვლოდ დათმო იგი.
- როდის მოხდა ეს?
-შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირმა პარლამენტში 2001 წლის ბოლოს მოახდინა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის წინაშე არსებული 156 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის თუ არ ვცდები, ოთხი წლით გადავადების სანაცვლოდ (რამაც შემდეგ პარიზის კლუბში მოხსნა რუსეთის ვეტო და მოხდა 179 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტის ( ამაში სხვა ქვეყნების ვალებიც შედიოდა) რესტრუქტურიზაცია.
ურაინამ დღემდე არ დათმო. როგორც ვხედავთ, პრეტენზიებსაც წაუყენებს საერთაშორის სასამართლოში. უკრაინელები აქაც ჩვენზე შორსმჭვრეტელები აღმოჩნდნენ.
არარასდროს უნდა დათმო იურიდილად ის, რაც ფაქტობრივად დათმობილი გაქვს. ესაა დიპლომატიის ოქროს წესი.
საქართველოს პარლამენტის მიერ «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირების 10 წლით გაჭიანურებას რუსეთმა მთელი რიგი მოთხოვნები და შეზღუდვები დაუპირისპირა. კერძოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მანამ არ მოახდენდა პარიზის კლუბში როგორც მისი, ასევე სხვა ქვეყნების და ორგანიზაციების 179 მლნ დოლარის ოდენობის სესხის რესტურქტურიზაციას, სანამ საქართველოს მთავრობა პარლამენტში არ შეიტანდა განსახილველად აღნიშნულ ხელშეკრულებას და საბოლოოდ არ მოახდენდა მის რატიფიცირებას.
- საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ, რუსეთი რა მოთხოვნას აყენებდა?
-რუსეთს ჰქონდა ორი მოთხოვნა - საქართველოს სასწრაფოდ უნდა გადაეხადა 2000 წლის დავალიანება და პარლამენტში განსახილველად შეეტანა «ნულოვანი ვარიანტი» და მოეხდინა მისი რატიფიცირება.

საქართველომ ორივე ეს მოთხოვნა შეასრულა. რუსეთს გადაუხადა 22.43 მლნ დოლარი და პარლამენტმაც მძაფრი დებატების შემდეგ, 2001 წლის 16 თებერვალს რატიფიცირება გაუკეთა შეთანხმებას «ნულოვანი ვარიანტის» შესახებ, რომლის თანახმად, საქართველომ რუსეთის სასარგებლოდ საბოლოოდ უარი თქვა საკუთარ წილზე _ 1,62%-ზე ყოფილი სსრკ-ის საგარეო აქტივებიდან ( მოქალაქეთა კავშირშიც არ უჭერდა ყველა მხარს ამ გადაწყვეტილებას . განსაკუთრებით ეწინაადმეგებოდა ამას კობა დავითაშვილი, რაც შევარდნაძისადმი მისი დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახდა).

მაშასადამე, საქართველოს სახელმწიფომ, 156 მლნ დღემდე გაურკვეველი წარმოშობის ვალის გადავადებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან 141 მლნ დოლარის სესხად მიღების სანაცვლოდ, რუსეთისგან დაახლოებით 2- 3 მლრდ დოლარის მოთხოვნაზე უარი თქვა.

საქართველომ, მართალია, «პარიზის კლუბში» ვალების რესტრუქტურიზაციას მიაღწია და ქვეყნის ვალები დაახლოებით 20 წლით გადაივადა, მაგრამ ეს შეღავათები, სსრ კავშირის აქტივებიდან მის მიერ მისაღებ წილთან შედარებით, ანგარიშში არაა მისაღები. ქვეყანამ «ნულოვანი ვარიანტის» რატიფიცირებით მილიარდების მოთხოვნის უფლება დაკარგა. ამასთან, «პარიზის კლუბმა» რესტრუქტურიზაცია საქართველოსთვის მაქსიმალურად უშეღავათო პირობებით განახორციელა. ძირითადი ვალის გადახდა 2 წლის შემდეგ დავიწყეთ, წლიური 4%-ის მომსახურების საფასურის გადახდით.

მაშასადამე, საქართველომ ვალების რესტრუქტურიზაციით მხოლოდ დრო მოიგო და დროებით (2 წლით) ტვირთი შეიმსუბუქა ვალების გადავადებით,, სამაგიეროდ, მას მომდევნო წლებში ბევრად მეტი თანხის გადახდა მოუხდა.

ამრიგად,, «ნულოვანი ვარიანტი» მიღებულ იქნა რუსეთის მიმართ საქართველოს ვალის რამდენიმე წლით გადავადების სანაცვლოდ. ეს დიდი შეცდომა იყო. სადაო საკითხების გადასაწყვეტად უნდა გამოგვეყენებინა ჰააგის სასამართლო, ვენის კონვენცია, აგრეთვე, «პარიზისა» და «ლონდონის კლუბები». ვენის კონვენციის თანახმად (რომელსაც საქართველო 1993 წელს შეუერთდა) და სხვა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ამ ქონებას რუსეთი ვერ განკარგავდა საქართველოს გარეშე. თუ საქართველო თავისი ნებით არ დათმობდა კუთვნილ წილს, რუსეთი ვერ აიცილებდა საბჭოთა კავშირის საგარეო აქტივების გადმოცემას ან რაიმე ფორმით მის კომპენსირებას. ეს ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა, მაგრამ პერსპექტივის მქონე კოზირები გვექნებოდა ხელში. მახსოვს, რუსეთს უნდოდა ბერლინში რუსეთის საელჩოს მიწის ნაწილის გაყიდვა გერმანელ ბინათმშენებლებზე და თხოვა საქართველოს მთავრობას ნებართვა ამის შესახებ, რადგან ეს რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს ერთობლივ საკუთრებად ითვლებოდა.
კორუფციით დაუძლურებულ და არაავტორიტეტულ მთავრობას იმდენად მძიმე პრობლემები ჰქონა ბიუჯეტში, რომ იმ ვითარებაში სხვა გამოსავალი თითქოს არც ჩანდა, თუმცა ეს არ ამართლებს «ნულოვან ვარიანტზე» დათანხმებას.

ავტორი: . .