უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლეონიდ კოჟარა თანამდებობიდან გადააყენა.
შესაბამის დადგენილებას მხარი 237-მა დეპუტატმა დაუჭირა.
22 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 116-მა თანამშრომლემა უნდობლობა გამოუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრს.
სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული განცხადებით, სამინისტროს თანამშრომლები მიიჩნევდნენ, რომ ლეონიდ კოჟარას, არ აქვს მორალური უფლება უხელმძღვანელოს სამინისტროს და წარმოადგენდეს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში.