სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ნურგალიევი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. 
„შეხვედრაზე სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს", - იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ აშუბა. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები