მსჯავრდებულ რ.კ.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე  მუხლის პირველი ნაწილით, დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვის  ორ  ფაქტზე ბრალი წარედგინა.
გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6-ე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული რ.კ. ფარულად ინახავდა და ატარებდა კუსტარულად დამზადებულ ცივ იარაღს -   დანას, რომელიც  2012  წლის 11 დეკემბერს  სასჯელაღსრულების N6 დაწესებულების თანამშრომლებმა თვითდაზიანების მიყენების  მცდელობისას  ჩამოართვეს.
2013 წლის 14 ნოემბერს,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N19-ე დაწესებულების  თანამშრომლებმა სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულ რ.კ.-ს, თვითდაზიანების მიყენების შემდეგ, შარვლის ჯიბეში აკრძალული ბასრი საგანი - დაშლილი ერთჯერადი სამართებელი აღმოუჩინეს.  
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული, სასჯელის სახით, თითოეულ ფაქტზე  3  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.