საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანმამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე,  შპს „ჯეო აზ ელ" - ის დირექტორი  დავით ცუცქირიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ  დაკავებულმა, „ჯეო აზ ელ" - ის სახელით, ერთ - ერთ მეწარმეს  10 000 ლარის სანაცვლოდ,  ყალბი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა  გამოუწერა, რომლის მიხედვით, თითქოს საზოგადოებამ მეწარმისთვის 53  614  ლარის ელექტრო - სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  თავისუფლების აღკვეთას  2 დან 4 წლამდე ვადით  ითვალისწინებს.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები