უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსი კვლავ ეცემა. ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, რომელიც ძალაში 28 იანვრიდან შევა ლარი დოლართან მიმართებაში 0.0062  პუნქტით დაეცა და 1 დოლარის ფასმა  1.7791  ლარი შეადგინა. 25 იანვრის მონაცემებით კი 1 დოლარის ღირებულება 1.7729  ლარი იყო.
სებ-ის ინფორმაციით, ლარი 0.0097  პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. უფრო კონკრეტულად კი 28 იანვრის ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა ევროსთან მიმართებაში  2.4338 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 25 იანვრის მონაცემებით 1 ევროს ფასი 2.4241  ლარს შეადგენდა.