24 იანვარი, 12:00 საათზე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში", ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოში არსებული პრობლემური სესხების მართვის ანალიზის პრეზენტაციას გამართავს.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) კვლევა საქართველოში არსებული პრობლემური სესხების მართვის ანალიზი და რეკომენდაციები აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული, პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (USAID). კვლევის მიზანია, შეისწავლოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია პრობლემური სესხების კონტექსტში (მოიცავს როგორც ბანკების, ისე სხვა საფინანსო და არასაფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემულ სესხებს), გაანალიზოს ამ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება და უკვე დამკვირდებული მოდელების შესაბამისობა ქართულ სიტუაციასთან. კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის დასახვეწად. პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშოროსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები