სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეს მარიხუანა აღმოუჩინეს. კერძოდ, 9  იანვარს სგპ „სარფი"-ს ტერიტორიაზე თურქეთიდან   თურქეთის მოქალაქე კ.ო. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კ.ო-ს საბაჟო დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა  - 2,31 გრ. აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  აჭარის  მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.