საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 
მერაბიშვილის პროტესტი მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა გახდა. 
სხდომის დატოვებამდე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ციხის კადრები შსს-მ, მისი ინფორმაციით, უკვე წაშალა. 
"მაქვს ინფორმაცია, რომ კადრები რომელიც ჩემი ციხიდან გაყვანას ასახავა, სად-ის მიმართულებით, უკვე წაშლილია. წაშალეს გარე პერიმეტრზე და ქუჩის სათვალთვალო კამერების მასალაც, თუმცა ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხისგება", - განაცხდა მერაბიშვილმა. 
მან მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიმართა, რომ მანაც კარგად იცის მისი განცხადების კავშირი დღევანდელ პროცესთან და სასამართლო დარბაზიდან გავიდა.