თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად,  თბილისში მცხოვრები, 1962  წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ჩეხური წარმოების „ჩე-ზე"-ს სისტემის ცეცხლსასროლი  იარაღი, ერთი მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა  ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს  236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).