შსს სასაზღვრო პოლიციის პირველი სამმართველოდან (ბათუმი), მიღებული ზეპირი შეტყობინების საფუძველზე,  საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს  საქართველოს ორი მოქალაქე: ავთანდილ ქ. და ირა ც., რომლებმაც 2013 წლის 25 დეკემბერს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს   სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება   საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლით.