მალე „ბათუმი თაუერს" მალე ახალი მფლობელი ეყოლება. როგორც ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, „ბათუმი თაუერში" 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება.
დღეისათვის უკვე 4-5 ინვესტორმა გამოთქვა ტენდერში მონაწილეობის სურვილი. ინტერესია 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს განთავსებაზე. ახლა მზადდება სატენდერო წინადადება და უახლოეს ერთ თვეში გამოცხადდება ტენდერი. ალბათ, პირველ კვარტალში ამ შენობას ინვესტორი ეყოლება"-განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ „ბათუმი თაუერში" ტექნოლოგიური უნივერისიტეტის განთავსება იგეგმებოდა.
აღსანიშნავია, რომ შენობა ამ დროისათვის, შპს „ბათუმი ტაუერის" ბანნსზეა, რომლის დამფუძნებელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. შენობის ასაშენებლად 78 მლნ ლარი უკვე დახარჯულია და მშენებლობის დასასრულებლად მშენებელ კომპანიას 6 მილიონიანი ვალდებულება აქვს, თუმცა, როგორც აჭარის მთავრობის მეთაურის მიერ 2013 წლის ივლისში გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა,
მშენებლობის სრული დასრულებისთვის დამატებით კიდევ 6 მლნ ლარი გახდება საჭირო, რომელიც შესაძლოა მოიჯარე ინვესტორის ვალდებულებად განისაზღვროს, ან აჭარის მთავრობამ გამოყოს.
„დღეის მდგომარეობით შენობას დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს და დღევანდელი მდგომარეობით მისი თვითღირებულება დაახლოებით, 74 მილიონ ლარს შეადგენს. ვალები, რომელიც ამ შენობას გააჩნია, თუმცა დაუდასტურებელი და ჩვენ გარკვეულ ექსპერტიზებს ველოდებით, დამატებით კიდევ 5 მილიონ ლარამდეა. თვითონ შენობა საკმაოდ ვიწროა და ჩვენი გადმოსახედიდან შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნოდა თვითონ სასწავლო პროცესს,"- განაცხადა რამდენიმე თვის უკან გაკეთებულ განცხადებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა.