სასჯელაღსრულების სამინისტრო ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიებას არ დაიწყებს. ამის შესახებ, სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც თემის კომენტირებისას სუბარმა განმარტა ყოფილი პრემიერი მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ.
სუბარის განმარტებით, არავინ აპირებს მერაბიშვილზე ზეწოლას და არც მისთვის პირობების გაუარესებას.
,,მერაბიშვილი შაბათ-კვირას დაწესებულებიდან გაყვანილი არ ყოფილა. ეს ფაქტი რომ მომხდარიყო, ის იმ დღესვე გააკეთებდა განცხადებას. სასაცილოა, როცა ის ამბობს, რომ მას თავზე რაღაც ააფარეს და შემდეგ კი ვიღაცას ესაუბრა. გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით არ იწყება. თუ კი დაიწყება გამოძიება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება კადრების ამოღება. მე სრულიად ვეთანხმები პროკურატურის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება არ დაიწყოს", _განაცხადა სუბარმა.