სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა და ხუთ დაწესებულებას ხელმძღვანელი შეცვალა. 
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების #5,  #6, და #9, #11, #14 დაწესებულებებს ახალი დირექტორები უხელმძღვანელებენ. 
"აღნიშნული საკადრო ცვლილებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით განხორციელდა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.