კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კიდევ ერთ აქციას მართავენ. ისინი სახელმწიფო კომისიის შექმნას და ოსორაულის ძმის კონგოში ჩასვლას მოითხოვენ.
ოჯახის განცხადებით, მათ სურთ, სოსო ოსარაული საქართველოში ცოცხალი ან მკვდარი მაინც დააბრუნონ.
გაუჩინარებული მფრინავის ძმის მტკიცებით, მას აქვს კავშირი კონგოში მყოფ ქართველებთან, რომლებიც მფრინავის დაღუპვის ამბავს არ ადასტურებენ.
დედაქალაქის აქციის პარალელურად, კახეთში, ზემო ალვანის ცენტრში დილიდან შეკრებილია ადგილობრივი მოსახლეობა.
ისინი სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ითხოვრნ, სოსო ოსორაულის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური და ზუსტი ინფორმაცია გახდეს ცნობილი.
სოსო ოსორაულის სავარაუდო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი გაუჩინარებიდან 5 თვეში გაავრცელა. ქართველი მფრინავი ტყვედ 27 იანვარს ჩავარდა.