თბილისიდან მიმავალი სამგზავრო მატარებელი სოფელ ორთაშენთან ორ სატვირთო მანქანას დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მატარებლებს მემანქანე დაშავდა. ავტომანქანის მძღოლებმა კი გადასვლა მოასწრეს. მომხდარის გამო, სარკინიგზო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია....
იტალიაში ადგილობრივი არჩვნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადმინისტრაციულ ოლქებში დილის 7 საათზე გაიხსნა და 23 საათზე დაიხურება. არჩევანს დღეს 1021 კომუნისა და ქალაქის მცხოვრებლები გააკეთებენ. მათ შორის პალერმოს, გენუას, კატანძაროსა და ლაკუილას მცხოვრებლები არიან. სულ არჩევნებზე 9 მილიონზე მეტი ამომრჩეველია ...
ირანში თეირანის ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ალიაკბარ გაროუსიმ განაცხადა. თავდასხმები პარლამენტსა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე 3 დღის წინ განხორციელდა, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ აი...
ლატვიელი ჩოგბურთლი ელენა ოსტაპენკო როლან გაროსის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში 20 წლის ლატვიელმა მსოფლიო მე-4 ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა. გამარჯვების შემთხვევაში ჰალეპი დიდი შლემის ტურნირს პირველად მოიგებდა და მსოფლიო პირველი ჩოგანი გახდებოდა. ოსტაპენკო, რომელმაც დიდი შლემის ტურნ...
ლოს-ანჯელესში 88 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი ადამ უეინი გარდაიცვალა. მსახიობი ლეიკემიით იყო დაავადებული. უესტის კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას ბეტმენის როლმა მოუტანა. ბოლო წლებში ის ანიმაციურ სერიალ გრიფინებში ბეტმენის პერსონაჟს ახმოვანებდა.
მოსკოვში კრატოვოს დასახლებაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა. ახალგაზრდა მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი სანადირო იარაღიდან გაუხსნა. ამის შემდეგ ის თავის ბინაში ჩაიკეტა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ სახლზე შტურმი მიიტანა, თავდამსხმელმა სახლს ხანძარი გაუჩინა, თვითონ კი თავი ტყეს შეაფარა. სამართალდამცველე...
აშშ გენერალური პროკურორი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება. ჯეფ სეშნსი ჩვენებას რუსეთის ადმინისტრაციასთან ტრამპის ადმინისტრაციის წევრების შესაძლო კავშირების შესახებ მისცემს. მანამდე კომიტეტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის მოუსმინა.
ბრიტანეთში კონსერვატორებს და ჩრდილოირლანდიურ დემოკრატიულ იუნიონისტურ პარტიას შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ BBC იტყობინება. ვადამდელი არჩევნების შედეგებით, მმართველ კონსერვატიულ პარტიას უმრავლესობის შესაქმნელად 8 მანდატი დააკლდა. ჩრდილოირლანდიურმა დემოკრტიულ...
ლიბიის ყოფილი ლიდერის, მოამარ გადაფის ვაჟი, საიფ ალ-ისლამ გადაფი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ის 2 წელი ელოდა. გადაფის ვაჟს პარლამენტის მიერ მიღებული საყოველთაო ამნისტია შეეხო. უმცროსი გადაფი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ამბოხებულებმა მოამარ გადაფის ხელისუფლება დაამ...
უკრაინასა და ევროკავშირს შორის დღეს უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. დღეიდან ბიომეტრიული პასპორტების მქონე უკრაინელებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა ვიზის გარეშე შეეძლებათ. ახალი რეგულაციით ისარგებლებენ დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე, დროებით ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლები.
საფრანგეთში ეროვნული ასამბლეის არჩევნების პირველი ტური იმართება. ფრანგებმა 7,8 ათასი კანდიდატიდან 577 დეპუტატი უნდა აირჩიონ. არჩევნებზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. 67 ათას საარჩევნო უბანზე უსაფრთხოებას 50 ათასამდე სამართალდამცველი უზრუნველყოფს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა კანადის გუნდს ტესტ-მატჩი მოუგო. შეხვედრა კალგარის "რაგბი პარკზე" ქართველების გამარჯვებით, 13:0 დასრულდა. მატჩის გმირი მერაბ კვირიკაშვილი გახდა, რომელმაც 2 ჯარიმა გაიტანა, ერთი ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ქართველები 18 ივნისს ატლანტაში აშშ-ს ნაკრებს დაუპირი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს მიმართავს, ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის საკითხზე მუშაობა დაჩქარდეს, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოესწროს სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება. ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მსურს, გამოვეხმაურო ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდების, მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებ...
თბილისში, მეტრო „რუსთაველთან“ ჯგუფ „ბირჟა მაფიის" დაკავებული წევრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჯგუფის დაკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათი თქმით, დაკავებულ გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს ნარკოტიკები ჩაუდეს და იმ ვიდეოკლიპის გამო ისჯებიან, სადაც პო...