საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის “მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, თბილისში ოთხ ქართულ საწარმოს ეწვია და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა. საპრეზიდენტო კამპანიით “მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიე...
შსს დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს: ,,მიმდინარე წლის 14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში დაიწყო გამოძიება დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ., რომელიც დაზ...
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს კითხავენ. ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატის, ეკა ლომიძის განაცხადებით, არის მცდელობა, რომ ირაკლი მამალაძეს მიმანიშნებელი კითხვები დაუსვან. „ამ ეტაპზე, ბრალდების მხარე თავისუფალი თხრობის საშუალებას აძლევს ირაკლი მ...
ახალი ავიაკომპანია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 23 ივნისს, ყაზხურმა ავიაკომპანია Sunkar Air-მა ალმაატა-ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ზაფხულის სეზონზე Sunkar Air ფრენებს კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს ბოინგ 737-800 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარი განიხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის და შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. დავის საგანი საზოგადოებრივი მაუწყებელის და შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სო...
ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე ბრალდებული დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატის, მაია ზოიძის განცხადებით, საქმის მოწმე, ირაკლი მამალაძე სასამართლო დარბაზში სათადარიგო კარიდან შეიყვანეს. ირაკლი მამალაძეს პროცესის დაწყებამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრა...
დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ნინო ბერძულმა და ზაზა სოფრომაძემ, m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ...
ნუცუბუძის ქუჩაზე მდებარე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო. დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მშენებლობის დასრულების შემდეგ, საოჯახო ტიპის სახლში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი 7 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ...
ლონდონში გრინფელს თაუერის ხანძარი მაცივრის აალებით დაიწყო. ასეთია პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგი. სამართალდამცველების განმარტებით, ცეცხლის შემდგომ უკვე შენობის ფასადურ მასალას მოედო, რომელიც უხარისხო იყო და უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამებოდა. ლონდონში 24 სართულიან შენობაში ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 79 ადამიანი ემსხვერპლა....
ვენესუელაში კიდევ ერთი დემონსტრანტი მოკლეს. 22 წლის დანიელ ხოსე ვანელინია კარაკასში სამართალდამცველებთან შეტაკებას ემსხვერპლა. ოპოზიციის მტკიცებით, სტუდენტს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. საპროტესტო აქციები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში უკვე მეოთხე თვეა, გრძელდება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათა...
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით, 2 პირი: 1999 წელს დაბადებული თ.ჩ და 2002 წელს დაბადებული ზ.ვ. ...
საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ჩამოვა და ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესში მიიღებს მონაწილეობას. კონგრესს ბათუმი 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. არსებული ინფორმაციით, ღონისძიების გახსნას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 3 პირი: 1981 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.თ., 1...
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ, კანონით დადგენილ ვადაში, დაასრულა მეურვეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურები. 22 ივნისს, გასაუბრების შემდეგ შერჩეულ იქნა სამი კანდიდატი: გიგინეიშვილი აკაკი, იაკობაშვილი გიორგი, ფირალიშვი...
თიბისი დაზღვევამ მძღოლებისთვის აქცია დაიწყო. მათ ვინც, 12 აგვისტომდე ავტომობილს თიბისი დაზღვევაში დააზღვევს, თავიდან აიცილებს ზედმეტ ხარჯებს, რომელიც ავტომობილის შემოწმებას უკავშირდება. კერძოდ, ავტოდაზღვევის შეძენისას მყიდველს ავტომატურად საჩუქრად გადაეცემა თეგეტას საავტომობილო მომსახურება და შეეძლება, უფასოდ შ...