შეერთებული შტატები ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს და ერაყის ერთიანობას უჭერს მხარს. საგანგებო განცხადება თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა სარა სანდერსმა გააკეთა. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ქურთისტანის ავტონომიაში გუშინ გაიმართა. წინასწარი შედეგებით, რეგიონის დამოუკიდებლობას ხმა ელექტორატის 93 პროცენ...
უკრაინული სახელმწიფო კომპანია სამხრეთ სუდანს იარაღით ამარაგებს. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის უკრაინის განყოფილება იტყობინება. ორგანიზაციის მოხსენებაში იარაღის არალეგალურ მიწოდებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებიც არის მოყვანილი. „სამხრეთ სუდანში ამ იარაღს ათასობით მშვ...
მორიგი თავდასხმა ისრაელში. შეიარაღებულმა პალესტინელმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 3 ებრაელი მოკლა, 4 კი დასავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ აიღო.
ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს დაცვის წევრი მანილაში შეტაკებას ემსხვერპლა, - ამის შესახებ პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაიკ აკინომ განაცხადა. შეტაკება პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოხდა. ინციდენტისას დუტერტე რეზიდენციაში არ იმყოფებოდა. მომხდარზე სხვა დეტალები ამ დრო...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა არსებული სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობა და სტრუქტურული რეფორმები იყო. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო თანამშრო...
წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩის ექვს ნომერში, ხანძრის შედეგად 88 წლის ქალი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრე-მაშველები ადგილზე სწრაფად მივიდნენ, ასაკოვანი ქალბატონი გარდაცვლილი დახვდათ. მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში მ...
18-24 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 818 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, შემოწმდა 2635 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა...
საბერძნეთში ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი პროტესტის ნიშნად 24 საათით გაიფიცა. გაფიცვის ორგანიზატორი ქვეყნის პროფკავშირებია. დღეს, დილის 06.00-დან ხვალ დილის 06.00 საათამდე რადიოსა და ტელევიზიაში ახალი ამბების გამოშვება არ გავა, არ მუშაობს საინფორმაციო ვებგვერდებიც. გაფიცული მედიასაშუალების წარმომადგენლები...
გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინეს, საიდანაც მოპარული ნივთები საქართველოში იგზავნებოდა. გამოძიების ინფორმაც...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღეიდან პირველ ოქტომბრამდე, მორწმუნეებს საშუალება ექნებათ, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის მონასტერში მოილოცონ. წმინდანის ნეშტი ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოიტან...
უკრაინაში იტალიური „ლოუკოსტერი“ Ernest Airlines-ი შედის იტალიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ernest Airlines-ი უკრაინის ბაზარზე შედის. ავიაკომპანია უკრაინის მიმართულებით პირველ რეისს 20 ოქტომბერს შეასრულებს, სადაც ლვოვში მილანის ბერგამოს აეროპორტიდან იფრენს. ავიაკომპანია კვირაში ორ რეისს, ყოვე...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ძველი 1864 წელს აშენებული ქვის თაღოვანი ხიდის აღდგენა და ასევე ექსპლუატაციაში არსე...
ქურთები ჩრდილოეთ ერაყში ისტორიული რეფერემდუმის ჩატარებას ზეიმობენ. პლებისციტში მოსახელობის 78-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. პლებისციტის შედეგები სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ბაღდადი რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს.
ესპანეთში დაკავებულ ნარკომოვაჭრეებს შორის ორი ქართველია. პოლიციამ ბარსელონაში, მადრიდში, კასერესში და ლა კორუნიეში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დააკავა ექვსი პირი, რომელთაც ინტერნეტით ნარკოტიკებითა და წამლებით უკანონო ვაჭრობაში ედებათ ბრალი. ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და მედიკამე...
მემარცხენე ფრონტის ლიდერმა სერგეი უდალცოვმა შიმილობა გამოაცხადა. 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მან უკიდურესი ფორმით გააპროტესტა. უდალცოვს მოსკოვის ტვერის სასამართლომ არასანქცირებული მიტინგის გამართვაში დასდო ბრალი და 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. უდალცოვი შაბათს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქცია &bdq...