მადაგასკარზე ტროპიკულმა ციკლონმა "ავამ" 80 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანი იმსხვერპლა, 22 კი დაკარგულად ითვლება. ქარიშხალმა ასობით შენობა ნაგებობა, მათ შორის, რამდენიმე საავადმყოფო და სკოლა დააზიანა. ევაკუირებულია 17 ათასზე მეტი ადამიანი.
კარიბის კუნძულების სიახლოვეს, ზღვაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამერიკის სეისიმოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრამ შესაძლოა ცუნამიც გამოიწვიოს, რაც ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო რიკოს დააზარალებს. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მორიგი ტერორისტული აქტი პაკისტანში. ქალაქ კვეტაში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში, პოლიციის ავტობუსთან აამოქმედა. არიან დაშავებულებიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
ებრაელმა სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროს ბლოკირება მოახდინეს. რადიკალური ზომები ისრაელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნალბუსში ებრაელი რაბინი რაზიელ შევახი მოკლეს. თავდამსხმელებმა ის მანქანაში ჩაცხრილეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ებრაელმა სამართალდამცველებმა მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პალე...
მე, როგორც სახალხო დამცველი, ვიძლევი პირობას, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დადგინდეს, სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. ...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ გუშინ აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო, აკრძალული იყ...
2017 წელს თურქეთის ნაციონალური ავიაგადამზიდავიTurkish Airlines-ი (THY) 68,6 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ 2017 წელს თურქეთის შიდა რეისებზე მგზავრთნაკადი 10,4%-ითაა გაზრდილი, ხოლო საერთაშორისო რეისებზე - 8,4%-ით. რაც შეეხება ტრანზიტულ მგ...
ახმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით თურქეთის ქალაქ ტრაბზონში დაკავებულ გოჩა საგინაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მის მეუღლეს თურქეთიდან დეპორტაცია ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, გოჩა საგინაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია ფოტომასალა, რომელიც სირიაში ტე...
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა და პოლიციის დახმარებას ითხოვდა, - ამის შესახებ საზოგადაოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მისულ სამართალდამ...
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ „გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესი“ დაამტკიცა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ქალაქის ბიუჯეტის სახსრების უფრო ეფექტიანად ...
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე ბრალდებულები, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავდაპირველად, ჩხვირკიას და ღოღობერიძეს გამოძიება 225-ე მუხლით,&nb...
ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი საკუთარი საიტის მეშვეობით მომხმარებლებს ავტომობილის დაქირავების სერვისის Cartrawler-ის გარდა ტაქსის გამოძახების სერვისსაც სთავაზობს. სერვისის Ryanair Transfers-ის მეშვეობით შესაძლებელია ავტომობილის მძღოლთან ერთად გამოძახება, ავტობუსისა და მატარებლის ბილეთის ყიდვა...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დილიდან გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგენილია. თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ...
„არაერთი მცდელობის მიუხედავად, მეუფე იაკობმა ჩემთან შეხვედრას თავი აარიდა. ვითხოვდი, მას ცილისმწამებლური განცხადება ან დაემტკიცებინა, ან უარეყო. ახლა დაუყონებლივ, კატეგორიულად მოვითხოვ ამის წმინდა სინოდზე განხილვას, რის უფლებასაც კანონიკური სამართალი და რჯულის კანონი მაძლევს, წმინდა სინოდის წევრებს კი ავალდებულე...
2018 წლის ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, პრიორიტეტული დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება და თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის გეგმებში მუნიციპალური ...