2017 წელს საქართველოს აეროპორტებმა 43%-ით მეტი მგზავრი გაატარა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს საქართველოს ყველა აეროპორტი 4 მლნ 73 ათას 959 მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი - 2 მლნ 840 ათას 455 მგზავრს, შესაბამისად ზრდამ 43,43%-ი შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით,...
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 72%-იანი ზრდა ფიქსირდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს მესტიის აეროპორტმა 7 ათას 256 მგზავრი მიიღო, 2016 წელს - 4 ათას 214 მგზავრი, ხოლო 2015 წელს კი 4 ათას 465 მგზავრი გაატარა. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფ...
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მზგავრთნაკადი 49%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ 2017 წელს აეროპორტი 405 ათას 173 მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი 271 ათას 363 მგზავრს. შესაბამისად, 2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 49,31%-ით...
2017 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 59%-ით მეტი მგზავრი გაატარა, ვიდრე 2016 წელს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 495 ათას 668 მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი - 312 ათას 343 მგზავრს. აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, 2017 წელს ბათუმის აეროპორტს მგზავრთნაკადი 58,69%-ით გ...
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 40%-ით გაეზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 მლნ 164 ათას 139 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წელთან შედარებით 2017 წელს მგზავრთნაკადი 40,47%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკური ინფორმაციის ...
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს. სახელმწიფო ბრალდება იდოიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი, აღკვეთის ღონისძების არცერთი სახის გამოყენებას არ ეთანხმება. „დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხ...
თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ორგანიზატორი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პოლიციამ ხელმეორედ დააპატიმრა. მანამდე ის ფეთულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტოსთან“ კავშირის ბრალდებით იყო დაკავებული. სხვა დეტალები ჯერჯ...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის შეფასებით, სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე. რაც შეეხება კითხვას, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სუბარი ამ ეტაპზე პ...
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,9 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 419,5 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები გაიზარდა 4,1 მლნ ბარელით და შეადგინა 237,3 მლნ ბარელი...
„ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის“ ცნობით, 2012-2017 წლებში საქართველოში დარეგისტრირდა 5 885 თავშესაფრის მაძიებელი, აქედან 2 743 შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყდა, 1346 თავშესაფრის მაძიებელს უარი ეთქვა, ლტოლვილის სტატუსი 208-ს , ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი კი 125...
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საქართველოს პროკურატურას მიმართავს. მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას უსწრაფესად მოხდეს საქმის გამოძიება. ”ვიდრე სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთე...
სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი გიორგი ჩემია უვადო მოსამართლეობაზე კენჭს ხელახლა იყრის. მიუხედავად იმისა, რომ სამოსამართლეო საქმიანობის ვადა საბჭომ არ გაუგრძელა, მას რაიონულ სასამართლოებში, ბოლნისში , ახალქალაქში, სიღნაღში, თელავში ან გორში სურს მოსამართლის თანამდებობის დაკავება. იუსტიციის უმ...
დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ სპეციალური პროკურორი რობერტ მიუელერი მის დაკითხვას ვერ შეძლებს. ამის შესახებ თეტრი სახლის ლიდერმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „უკვე 11 თვეა, ჩემს ადმინისტრაციას ცრუ ბრალდებებს უყენებენ. არანაირი შეტქმულება არ ყოფილა დ...
სკანდალური ვებ-გვერდის, ვიკილიკსის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ეკვადორის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ გამოცემა „ელ იუნივერსო“ იტყობიება. გავრცელებული ინფორმაციით, ეკვადორის პასპორტი ასანჟს 21 დეკემბერს გადასცეს. ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში უკვე მე-6 წელია, ცხოვრობს. საელჩოს დატოვების...
იაპონიის უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფება „იაკუძას“ ყოფილი მეთაური, რომელიც 14 წლის მანძილზე იძებნებოდა, ტაილანდში დააკავეს. 74 წლის სინეჰარუ სირაი ლოპბურის პროვინცია ში აიყვანეს, სადაც ის ტაილანდელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. სირაიზე საერთაშორისო ძებნა 2003 წელს გამოცხადდა. მას ბრ...