გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარში, საქართველოდან, მსოფლიოს 24 ქვეყანაში 5,12 მლნ ბოთლის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 18%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 11,4 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ...
2018 წლის იანვარში საქართველოს 444,241 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 57,171-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.8%)-ია. იანვრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა, რაც 35,393-ით მეტია 2017 წ...
ოთხი ადამიანი დაიღუპა ჩინეთში იუნანის პროვინციაში მასობრივი ავარიის შედეგად. ავტობანზე ერთმანეთს 53 მანქანა შეეჯახა. ინციდენტი დილით ადრე მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, ავარიის მიზეზი უამინდობა გახდა. ამ რაიონში ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა, რასაც დაერთო თოვლი და წვიმა. ამის გამო გზის საფარი გაიყინა და მასზე გ...
„საქართველოს სომხები მიიჩნევენ, რომ მეტი თანხის მიღების უფლება აქვთ“, - ამის შესახებ სომხური გამოცემა „ნოვოე ვრემია“ წერს. სტატიაში საუბარია, რომ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება თანხების გადანაწილების შესახებ, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყო ი...
ავიაგადამზიდავების რაოდენობა, რომელთაც ბორტზე Wi-Fi სერვისი აქვთ, 2017 წელს 17%-ით გაიზარდა. Routehappy-ს მონაცემებით, გასულ წელს ავიაკომპანიები, რომლებიც მგზავრებს Wi-Fi სერვისს სთავაზობდა 82 კომპანიას შეადგენდა. ალბათობა იმისა, რომ ბორტზე Wi-Fi იქნება ყველაზე მაღალია ამერიკულ ავიაგადამზიდავებში. მაგ...
საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რუს სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ. საერთაშორისო ოლიპიურმა კომიტეტმა უარი თქვა სამხრეთ კორეაში, ზამთრის ოლიმპიადაზე დაუშვას 13 რუსი სპორტსმენი და 2 მწვრთნელი, რომელთაც სააპელაციო საჩივარი გასულ კვირაში დააკმაყოფილა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ. 5 თებ...
დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. მისი განცხადებით ასოცირების საბჭოს ფარ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმ...
„მიხეილ სააკაშვილის დივანური ილუზიები - როგორ გაატარა კორესპონდენტმა საღამო საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, რომელიც ერთდროულად სამი ტელეფონით ლაპარაკობს და ფანტასტიკური წარსული აქვს“, - ამის შესახებ ბელგიური გამოცემა La Libre Belgique წერს. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ექს-პრეზიდენტს რომ...
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მესაქონლეობის ფერმა მოეწყობა, რისთვისაც შპს „ანგუს ჯგუფს“ 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა ფერმა წლის განმავლობაში 30 000 ლიტრი რძისა და 70 000 კილოგრ...
მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქალაქებად ჰონკონგი აღიარეს. კვლევა კომპანია Euromonitor-მა განახორციელა, რომლის თანახმადაც ყველაზე მონახულებადი ქალაქების რეიტინგში, უკვე მეცხრედ, ჰონკონგი ლიდერობს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 2017 წელს ჰონკონგში მინიმუმ ერთი ღამე სულ 26,6 მლნ-მა ადამიანმა გაატარა. ტრანზიტული მ...
კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა გაიმარჯვა. 71 წლის კონსერვატორმა ლიდერმა მორიგი ხუთწლიანი ვადა არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებით მოიპოვა. ანასტასიადისმა მემარცხენე სტავროს მალასი ხმათა 56%-ით დაამარცხა. სტავროს მალასი ჯანდაცვის...
რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელს დანით ჭრილობა მისმა კოლეგამ მიაყენა. როგორც ენერგოსისტემის თანამშრომლები აცხადებენ, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მამაკაცს ერთი ჭრილობა ფილტვის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩ...
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ,,პირველი არხის“ ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგონამ დაჭრა. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამა...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო. ირაკლი კობახიძე დღეს შეხვედრებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან და კონგრესის კვლევით სამსახურის დირექტორ მერი მაზანეკთან გამართავს. დღეს...