უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი ბალისტიკური ტექნიკა მიიღო და საკუთარ ტერიტორიაზე დამატებითი ჩრდილოკორეელი სამხედროების განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ეს რუსეთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა...
ესპანეთის სამხრეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს, რის გამოც დაახლოებით 800 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ Euronews იუწყება. დეტალები: გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ხანძრის გამო დაახლოებით 800 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, რასაც ცვალებადი ქარი და რთული რელიეფი ართულებდა. კერძოდ, მხოლოდ ერთ ...
რუსეთმა წყნარ ოკეანეში, უკრაინიდან 7 000 კილომეტრზე მეტ დაშორებით მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე წყალქვეშა ნავები დამატებითი ანტიდრონული ბადეებით დაფარა. ამის შესახებ Business Insider, 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით იუწყება/ გამოცემის ცნობით, ამერიკული კომპანია Vantor-ის ...
გოგა ხაინდრავა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე - ეს არის ბოროტი ცილისწამება, ქვეყნისა და ხალხის ღალატი - გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას გენერალურ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიებ...
თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, „აგარანის მამულში“ დაპირისპირებაში ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის ინტერესებს ლაშა კაპანაძე და მარიამ დურგლიშვილი აღარ დაიცავენ - ამის შესახებ ადვოკატებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. გაცნობებთ, რომ მე და ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ამიერიდან აღარ გ...
ყოფილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს პრესკონფერენციებზე ჟურნალისტების ნაცვლად საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ისხდნენ, რომლებიც ჟურნალისტებად ასაღებდნენ თავს და ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს დარბაზი სრულად იყო გადაჭედილი. ამის შესახებ უნგრულო გამოცემა 444-ზე იუ...
კოლუმბიაში ზლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, მისმა სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდად შეადგინა. „ჩვენ ახლახან ძლიერი სეისმური მოვლენა განვიცადეთ. გვაშფოთებს განმეორებითი ბიძგების საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ეპიცენტრი ქალაქ სან-ხოსე-დელ-პალმარში იყო, რ...
უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ ორშაბათს ნიჟნეკამსკში დრონების თავდასხმის შედეგად უზბეკეთის შვიდი მოქალაქე დაიღუპა. უზბეკეთის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ თათრეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურმაც განაცხადა. გარდა ამისა, რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, ...
10 აგვისტოს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა,ს რომლის შედეგადაც შტეფან-ვოდეს რაიონის სოფელ კროკმაზთან დრონი აფეთქდა. „ეს ინციდენტი მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევაა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთ...
ტიუმენის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ მოორმა განაცხადა, რომ რეგიონში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, რომელ საწარმოზეა საუბარი. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა....
10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6198 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.12 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.62 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც...
ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ 8 აგვისტოს გაკეთებული განცხადება არის "ნამდვილი საბოტაჟის ანატომია". „მსუ...
ახალი ავტომობილის შეძენისას არჩევანს მხოლოდ სასურველი მოდელის დიზაინი ან მართვის გამოცდილება არ განსაზღვრავს. მძღოლებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივი, კომფორტული და პროგნოზირებადი იქნება მისი ფლობა მომავალში. ამ პროცესის გასამარტივებლად კომპანია „ვოლვო ქარ საქართველომ&ldq...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებს უწყების ახალი დირექტორი ლევან ჯღარკავა წარუდგინა. მინისტრმა ლევან ჯღარკავას ახალი თანამდებობა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. „ჩვენ გვაქვს ამბიციური სამომავლ...
გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს, მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს, - ამის შესახებ დღეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა. ფილფანის თქმით, კობახიძ...