„ხელისუფლებას არ უნდა, ჩვენი მოქალაქეების ხმა ისმოდეს ეთერიდან,“ - ამის შესახებ მასკომუნიკაციის დოქტორმა ნინო დანელიამ გადაცემა არჩევანში განაცხადა. მისი შეფასებით, ხელისუფლებას კრიტიკული ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს. ნინო დანელიას განცხადებით, ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვ...
უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ და ჩვენს მოქალაქეებს ვკითხოთ, რა იქნება, თუკი რუსთავი2 არ გავა ეთერში, - განაცხადა გადაცემა „არჩევანში“ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა. გიგაური ამბობს, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელია და მის წინააღმდეგ მიმდებ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა 1952 წელს დაბადებული მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დ...
თბილისში „სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა, რომელიც 16 მაისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 50 000-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მიიღებს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუ...
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ვარშავაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ლიდერების დიალოგი - აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი". პრეზიდენტებმა მიმოიხილეს და შეაფასეს აღმო...
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი სპეციალისტებთან ერთად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ახალი ავტომატური სადგურის გახსნას დაესწრება. გახსნის ცერემონია 10:30 საათზე დ. აღმაშენებლის #73-ში ( ილიას ბაღი) შედგება.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყნეთი- სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მიმდინარე წლის 8 მაისს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტება სამუშაოების სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით. გასული ორი კვირის განმავ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა და სამუშაო ლანჩი გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველო - პოლონეთს შორის ურთიერთობების ისეთი მნიშვნ...
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 72 წლის ამირან მელაძე ცხინვალის ციხიდან 3-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ამ წუთებში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება. ამირან მელაძე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა - მორის ჰუსეინ მაჩალიკაშვილმა, სუს-ის შენობა დატოვა. ის დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მასთან სამართალდამცავებს კითხვები ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდათ. მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძ...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კონკურსის „კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” გამარჯვებული გახდა. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ფიროსმანის შემოქმედების ბაზაზე გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლ...
ჩანაწერი თუ ავთენტურია, ეს სერიოზულად მძიმე სურათია, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სუს-ის მიერ გავცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე. მისი თქმით, ამას ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. „მე არაფერს ვაყენებ ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ....
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე აცხადებს, რომ ფაბრიკაციაა. მისი თქმით, მასსა და მის ძმისშვილს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ შემდგარა. „ყველა მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ. ეს არ მოხდება“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. „აზრზე არ ვ...
დასკვნა არის, ამათ უნდათ ჩვენი ხეობის აყრა, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა სუს-ის შენობის წინ განაცხადა. მისი თქმით, როგორც მედიკო მარგოშვილმა აღნიშნა, „გიჟი ყოფილა მეუღლე, თუ ტელეფონით რამეს გეგმავდა“. „რა ტერორისტული აქტი? ეს აქტი არ მოაკლდეს ა...
თბილისის მერის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, მდინარე მტკვრის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. დასუფთავების აქცია მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან - პოლიეთილენის პაკეტებისა და პლასტმასის ბოთლებ...