5 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.6903 ლარი შეადგინა. უცვლელი დარჩა ევრო, რომლის კურსი 3.0212 ლარია. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4811 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.5168 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 აპრილიდან შევა ძალაში. ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ დეტალური ინფორმაცია მოისმინა იმ პროფესიების შესახებ, რომელთა დაუფლებას სასწავლებელი ახალგაზრდებს სთავაზობს. სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება „ჰორიზონტი“ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მომსახურ...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს ახალი სკოლის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაპროექტება და მშე...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 18 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხანა - NEW ROAD-ში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა. მთავრობის მეთაურმა საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია ქარხნის ხელმძღვანელობისგან მიიღო. ქარხანაში, რომლის საი...
„ბლუმბერგი” საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასა და ბრექსიტის მნიშვნელობაზე საუბრობს. „ჩვენ ამ ვითარებას განვიხილავთ შემართებით, რათა მივიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებელი. არსებობს ლოგიკა, რომ ქვეყანა,...
თბილისის მერია ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე სამი 16-სართულიანი კორპუსის პრობლემის მოგვარებას იწყებს. დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, აღნიშნული კორპუსების მოსახლეობას შეხვდა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსები მეწყერსაშიშ ზონაში მდებ...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ბასკეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ბასკეთის საგარეო საქმეთა გენერალური მდივანი მარიან ელორსა ხელმძღვანელობს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მხარეებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ვიზი...
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აშშ-ის ვიზის მოქმედება შეუჩერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას, რომელიც იძიებს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშულებებს. გასულ თვეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი იძულებული იქნება გაუუ...
2019 წელს საქართველოში ვგეგმავთ საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარებას, რომელიც, იმედი გვაქვს, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება როგორც ჩვენი კერძო სექტორის, ასევე მთლიანად, ეკონომიკის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქა...
„ტექსტილის, ავეჯისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება - ამ სექტორებში ბულგარეთთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ერთობლივი საწარმოების შექმნით განვითარების ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ს...
„ეკონომიკაზე მითითება არის სპეკულაცია. მათ ჰქონდათ მილიონ 150 ათასიანი მაჩვენებელი სიღარიბის კუთხით 2012 წელს და მათი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 3600 დოლარი, რაც არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და სიღარიბის მაჩვენებელი არის შემცირებული”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშაში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში მოისმინა. შეხვედრას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, აჭარის სოფლის მეურნეო...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მხარი არ დაუჭირა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ტერზა მეის წინადადებას 2019 წლის 30 ივნისამდე ბრექსიტის გადავადების შესახებ. მისი თქმით, ის ბრექსიტის 2020 წლის მარტამდე გადადების შეთავაზებას აპირებს. მისივე თქმით, კიდევ ერთი წელი მოლაპარაკებებისთვის ერთადერთი გონივრული ...
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრების შესახებ არაფერი იცის, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას. ბიბილოვი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას იღებს ვაშინგტონი და სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ხაზს, რომელსაც განსაზღვრავს ვაშინგტონი და ბრიუსელი. „სალომე ზ...