დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, გვიან ღამით ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც თაქთაქიშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე გზის გამყოფი ხაზების, საგზაო მონიშვნებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის სამუშაოები დაიწყო, ასევე, მოირეცხა ტროტუარები. სამუშაოებს &...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი:1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ...
7 დეკემბერისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.9466 ლარია, ევროს 3.2690 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.5113 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.8683 ლარია.
✅ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითWelcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინ...
ამერიკის შეერთებული შტატების მწვანე ბარათის გათამაშებაში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ღებულობს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდან. "ამერიკის ხმა" დაინტერესდა, რამდენი ქართველი იგებს ყოველ წლიურად მწვანე ბარათს. ოფიციალური მონაცემებით გაირკვა, რომ მხოლოდ 2019 წელს საქართველოში 1131 ადამიანი გახ...
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მინისტრის შეფასებით, ანა...
ქართველმა მოციგურავეებმა ალიბა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ ზაგრებში საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები აიღეს. იტყობინება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია. 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ხორვატის დედაქალაქ ზაგრებში იუნიორებისა და სენიორების კატეგორიებში ტარდება "ჩელენჯერის...
ევროპის საბჭოს ზამთრის სესიაზე, რომელიც ჩანიშნულია 27 იანვარს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახალი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. დელეგაციას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ პერსრელიზშია ნათქვამი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტ...
ოპოზიციური მაგიდის ერთობას არაფერი ემუქრება, მით უფრო, რომ ნამდვილად ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი ჩამოსვლის შემდეგ, - განაცხადა მოსკოვში მყოფმა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, მის ...
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირისპირ შეხვედრებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და მის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ნორმანდიის ფორმატის სამიტის წინ, რომელიც 9 დეკემბერს გაიმართება პარიზში. ამის შესახებ პარასკევს, 6 დეკემბერს, ბერლინში, გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის...
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 73-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ცაგერში გახსნა. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჯარო და კერძო სექტორის სერვისების მიწოდება თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში, ...
"აქ იმყოფება მინისტრი სერგეი ლავროვი და მინდა შევახსენო და იმედი გამოვთქვა, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს! მაგალითად, საქართველოში, სადაც ახალგორის რაიონში სიტუაცია ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ჰუმანიტარულ კატასტროფაში "ბორდერიზაციის", ბლოკადების და ისეთი ინციდენტები...
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს ს...
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღიარა, რომ ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო სირცხვილის გრძნობა სტანჯავს. ამის შესახებ მან აუშვიც-ბირგენაუს (ოსვენციმის) ყოფილ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკის ადგილზე აშენებულ მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "აქ, გერმანიის კანცლერის როლში ყოფნ...
ეგ აქცია თუ მართლა გააკეთეს და დააძალეს საწყალ ხალხს საჯარო სამსახურში, წამოდით ან სამსახურიდან გაგყრითო, რეჟიმის ჩამოშლის კიდევ ერთი სიმბოლო იქნება, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. მისი თქმით, რეჟიმი, რომელიც ა...