თელავში პოლიცია ორ გოგოს ეძებს. 13 და 14 წლის მოზარდები რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდნენ. დები დემინაშვილები თელავდიან სოფელ შაქრიანში მიდიოდნენ, თუმც არასრულწლოვნები სამარშრუტო ტაქსიდან თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოვიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 14...
„სამრეწველო ვაშლის შეუფერხებლად გადამუშავების ხელშეწყობისთვის, გორში საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს. გასულ წელთან შედარებით, წელს, ვაშლის მოსავალი სამჯერ მეტია. შესაბამისად, მოსავლის დაბინავება-გადამუშავება სიმძლავრეების გაზრდას და სახელმწიფოს მხარდაჭერას, მათ შორის სუბსიდიას საჭიროებს. კორო...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმში ხოფის ბაზრობა დაიკეტა. დღეს გამოვლენილი 45 ახალი შემთხვევიდან, 3 სწორედ ხოფის ბაზრობას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულია მამა-შვილი, რომელიც ბაზრობის ტერიტორიაზე მუშაობდა. ბაზრობაზე, სადაც 4 000-მდე ადამიანია დასაქმებული,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რა დროსაც დადებითი პასუხი მოვიდა. მანამდე, აღნიშნულმა პირმა გეგმიური შემოწმება 2 კ...
რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ბორჯღალოსნებისა და რუსეთის ნაკრების გადადებული, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა თბილისში პირველ ნოემბერს გაიმართება. ლევან მაისაშვილის შეგირდები "დათვებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში 14 მარტს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონ...
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულები ტ.ლ., თ.მ., და დ.ჯ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სა...
როცა მე გავხდები პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდეს ქვეყანაში. ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში წვილი ყველამ უნდა შეიტანოს. "როცა მე გავხდები ქვეყნის პრე...
8 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 121 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქ...
დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი რუსი ჯაშუშების მასპინძელი ქვეყნებიდან გაძევების ერთეული თუ მასობრივი შემთხვევები, უკანასკნელ პერიოდში, არცთუ იშვიათი მოვლენა გახდა. სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების გარდა, არსებობს რიგი ოფიციალური მტკიცებულებები და ჟურნალისტური გამოძიებები, როცა რუსეთის სპეცსამსახურების სტრუქ...
ღვიძლის ტრანსპლანტაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამედიცინო ჩარევად ითვლება. პირველად აღნიშნული სამედიცინო სერვისი საქართველოში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" 2014 წელს დანერგა. 6 წლის განმავლობაში ცოცხალი დონორიდან ღვიძლის 50 გადანერგვაა ჩატარებული. თავდაპირველად ოპერაციები მ...
8 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020"-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 11 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი: 6 ათასი ტონა რქაწითელი, 2 ათასი ტონა საფერავი, ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა...
თიბისი IT აკადემიაში Frontend Development-ის კურსებზე სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა 2 ოქტომბერს დისტანციურ რეჟიმში განახლდება. 5 თვის განმავლობაში, ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები ახალი პროფესიის შესწავლას ან ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ. კურსს სფეროს პროფეს...
ბელარუსის საპროტესტო აქციების ლიდერი და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა უკრაინის საზღვარზე დააკავეს. ოპოზიციის კიდევ ორმა წარმომადგენელმა ივან კრავცოვმა და ანტონ როდნენკოვმა კი ქვეყნის დატოვება მოახერხეს და უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდნენ. ინფორმაციას ადასტურებს ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრ...
დაავადება უფრო ინტენსიურად ვრცელდბა და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო, ჯერჯერობით, მწვანე ზონაში რჩება, თუმცა კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა ქვეყანაში პირველად დადა...
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით აჭარაში სერიოზული მდგომარებაა და რეგიონი უკვე წითელი ზონა გახდა. "აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონი უკვე...