თიბისი ბანკი მსესხებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზო...
ქართველ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიკატების ვადა იწურება და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ გემიდან ჩამოსვლას, სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდებათ არაუმეტეს 3 თვის ვადით გემთმფლობელის, ან საკრუინგო კომპანიის მომართვის საფუძველზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებელს საქართველოს საკითხებზე - ტიტუს კორლატეანს, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრსა და სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან...
2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 855.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 526.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (4.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 328.7 მლნ. აშშ დოლ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ სალხინოში ლენტური ტიპი...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების პრევენციის მიზნით 13 მარტიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის და დროებით წყვეტს ოფისში კონსულტაციებს. მოქალაქეებს, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დაკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ნდობაში შევიდა ერთ - ერთ მოქალაქესთან და მოტყუებით დაარწმუნ...
13 მარტისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.9494 ლარია, ევროს 3.3145 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.4731 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.7575 ლარია.
საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ახალ ინიციატივაზე აცხადებს. საქართველოს ბანკი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველ...
დღეს საქართველოში ვითარება, იმასთან შედარებით, რაც მსოფლიოში ხდება, სტაბილურია, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავია ჩვენთვისაც და ჩვენი მოსახლეობისთვისაც, რადგან ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის პრევენციული ღონისძიებები, რაც მთავრობამ 28 იანვრის შემდეგ დაიწყო, ნამდვილად ეფექტური იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მი...
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა და 1016 შეადგინა. იუწყება BBC-ი იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით. ბოლო 24 საათში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2,651 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 189 შემთხვევა. ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთ რაოდენ...
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდნენ. როგორც პრემიერმა შეხვედრაზე განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებ...
ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს კორონავირუსი დაუდგინდა, მას შემდეგ რაც, იგი გასულ კვირას, 7 მარტს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამს ფლორიდაში შეხვდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ბრაზილიის პრეზიდენტის კომუნიკაციების ოფისის მიერ გავრცე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში თვითიზოლაციის წესების დაარღვის ფაქტზე სამი პირი გამოავლინეს. შსს-ის ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს საკარანტინ...
მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, მაშინ გამოჩნდება ჩვენი საპასუხე ღონისძიებები რამდენად ადეკვატური იქნება. „თუ გავითვალისწინებთ მსოფლი...