არათუ რიგგარეშე არჩევნები, არამედ გადაუდებლად, დაუყოვნებლივ განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, თუკი საპარლამენტო კომისია დაადგენს იმას, რომ მნიშვნელოვანი გადახრა იყო და გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი. გიორგი ვოლსკის განმარტებით, ეს არის დღეს...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 7009 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 416 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ...
1-ლი თებერვლიდან სავაჭრო სექტორი , ფაქტობრივად მთლიანად გაიხსნება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში. მისი თქმით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საახალწლო პერიოდში სავაჭრო სექტორის მიერ კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვა გახდა...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თუკი ჩინური რომელიმე ვაქცინა პრეკვალიფიცირებული იქნება, მაშინ საქართველო მის შემოტანას განიხილავს. ამის შესახებ მან გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა. "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რომელიც ...
Twitter-მა რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ანგარიშზე წვდომა შეზღუდა. იტყობინება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი. ფონდის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათთვის უცნობია, რატომ შეიზღუდა ანგარიშზე წვდომა და მიზეზების დადგენას ცდილობენ. ამასთან, ფონდმა მოუწოდა ანგარიშის მიმდევრებს, Twitter-ის ადმი...
გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს, - ამის შესახებ "ლელო საქართველოს" წევრი, დავით უსუფაშვილი ფეისბუქზე წერს და მიზეზად ჯანმრთელობას ასახელებს. "მეგობრებო, გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს. სა...
საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევში მიქელიანის საჯარო სკოლას ეწვია. პრეზიდენტმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვებსა და მასწავლებლებს დროშის დღე მიულოცა. დღეს...
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტს აქვეყნებს. „იმის გათვალისწინებით, რომ მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელები (5G) სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც მომავალი კეთილდღეობის, ისე ე...
ინდონეზიის ერთ-ერთ მღვიმეში ცხოველის გამოსახულება აღმოაჩინეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძველია. სავარაუდოდ, მეჭეჭებიანი გარეული ღორის გამოსახულება 45 000 წლის წინ არის შესრულებული. მღვიმის კედელზე გამოსახული ცხოველი მოწითალო მინერალით, ჟანგმიწით არის დახატული. ვარაუდობენ, რომ ეს გამოსახულება უფრო ფართო კომპოზიციის შემადგენ...
ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვლადიმირ კეხმანი რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი შეთანხმების დარღვევა და ანანიაშვილის მხრიდან საბალეტო დასის ხელმძღვანელად დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჯაროვება იყო. "ნინომ დაარღვია ეს შეთა...
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილისა და პარტია გირჩის ლიდერების ინიციატივა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ახალ პირობებზე, "იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ". ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ იგი ამ ინიციატივას სერიოზულ...
4 იანვარს, საქართველოს მასშტაბით - თბილისსა და ყველა რეგიონში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. თბილისი აბაშა ამბროლაური ახალციხე ბოლნისი გორი გურჯაანი ზუგდიდი ზუგდიდი, რუხი თერჯოლა კასპი ლაგოდეხი მარნეული მესტია მცხეთა ოზურგეთი რუსთავი სენაკი სენაკი, ნოქალაქევი ქედა ქუთაისი ყაზბეგი ყვარელი ჭიათურა ხაშური ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა უცვლელია და ეს არის რიგგარეშე არჩევნები. "ჩვენთვის მთავარი და პრინციპული მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები. ის შემოთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით დაინიშნოს, ან არ დაინიშნოს, ჩემ...
ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა და ყველა ეძებს თავისი სიტყვის ტყვეობიდან გამოსავალს , - განაცხადა "მოქალაქეების" თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა. მოქალაქეები მართავენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა პარტიებთან, დღეს შეხვედრა გაიმართა გირჩის ოფისში, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. "თუ თვითმმართველობ...