2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 148.7 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 312.2 ათასი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2.3 პროცენტით მეტია 2019 წლის მესამე კვარტა...
2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 3 016.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7 186.3 ...
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 839-ს შეადგენს. ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება. დღეისთვის, მათი რაოდენობა 150 ინდივიდს აღწევს. ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი ...
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 დეკემბრის მდგომარეობით არსებ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესე...
თიბისი დაზღვევა ყველაზე ინოვაციური და ციფრული დაზღვევაა საქართველოს ბაზარზე, რომლის მისიაც დისტანციური სერვისებით ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. დღეს, როდესაც სახლში დარჩენა და ფიზიკური დისტანცირება ყოველდღიურობის აუცილებელი პირობა გახდა, განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებზე....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. „საქმიანი ეზო“ ბორჯომში, ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე მოეწყო, რომელიც დაახლოებით 15 სოფლის მოსახლეობას...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული ო.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიები...
შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას არჩევნების შედეგების შესაცვლელად. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში განაცხადა. ტრამპის თქმით, მისი იურისტების გუნდი ცდილობს, დააჩქაროს დარღვევების შესახებ საქმეების სასამართლოებში განხილვა. ”...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გერმანიასა და ევროკავშირში დაიწყება ვაქცინის ლიცენზირებიდან "რამდენიმე დღეში", რაც შეიძლება დეკემბრის ბოლომდე მოხდეს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაც...
ქუთაისში ბინაში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ესხვერპლა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა. 50 წლამდე მამაკაცს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ბინიდან გასვლა ვერ მოახერხა. მეზობლების თქმით, ხანძარი ბინაში მყოფმა მეორე მამაკაცმა გვიან შენიშნა და დროული რეაგირება ვერ მოახდინა. მან თავად გამოსვლა მოასწრო და ამჟამა...
ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს საპარლამენტო დემოკრატია, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ერთმმართველობა. ეს კრიზისია, კრიზისი კი უნდა განიმუხტოს. მივესალმები მოლაპრაკებების გაგრძელებას, - თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. მისი თქმით, კრიზისის დაძლ...
თეთრიწყაროში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა. ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამკაცრების განკარგულება გამოსცა. მერკელის გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. შეზღუდვების გამკაცრების ახალი წესების მიხედვით, გერმანიაში დაიხურება მაღაზიების უმეტესობა, საბავშვო ბაღები და სკოლები. ახალი შეზღ...