საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ვორქშოპი თემაზე - "კიბერ-რისკი და კიბერმოქნილობა ფინანსური რეგულატორებისთვის". შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს....
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ36-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გზის კმ1-კმ36 მ...
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo (InterGlobe Aviation Limited) შემოდის. დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე პირველი რეგულარული რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება. 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში (სრულდება 28 მარტს) ავიაკომპა...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ღია მმართველობის პარტნიორობისა“ (OGP) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას - „ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ დონეზე“ დაესწრო. კონფერენციაზე, რომელშიც 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ადგილობრივ თვითმმა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ თვითმმართველობის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია სახელწოდებით „ღია მმართველობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინი...
სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ონიანის საპატიმროდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "გიორგი ონიანი (დაბ. 1981 წ.) 07.11.2017 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს და იმავე დღეს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ონიანს ბრ...
12 ნოემბრიდან, სასწავლო წლის ბოლომდე, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში (ვაჟა ფშაველას 99), ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციასთან თანამშრომლობითა და კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის მხარდაჭერით, ცხადდება VII-X კლასის მოსწავლეთ...
ვითიბი ბანკი, პორშეს მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტო სესხით შეძენის მსურველებს, ავტომობილებზე ექსკლუზიურ ფასდაკლებასთან ერთად, სთავაზობს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს, რომელიც მოიცავს 6 თვის დაზღვევას, 15 თეთრიან ფასდაკლებას საწვავზე, მძღოლის მომსახურებას და ტექნიკურ დახმარებას გზებზე. აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შ...
"ჩვენი ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი იყო გამარჯვება, იყო პრობლემებიც, სირთულეები, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი", - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბოლო პერიოდის განმავლობაში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, დღე...
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში მივიდა. სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შესახვედრად მივიდა. შენობაში შესვლამდე გიორგი გახარიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ტაილანდის სამეფოში, ქალაქ ბანგკოკში, თურქულის დაავადების გლობალური კვლევითი ალიანსის (GFRA) ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში, რომელსაც 25 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სო...
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მოხდა აფეთქება. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველადი ინფორმაციი...
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დონალდ ტრამპს აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი უწოდა. მისი თქმით, ტრამპი საუკეთესო იმიტომ არის, რომ ღიად საუბრობს თავის მიზნებზე - მაგალითად ამბობს, რომ სურს ნავთობის საბადოებზე კონტროლის დამყარება. ასადმა ამის შესახებ სირიის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. "ის ს...
შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. სანქციათა სიაში დაამატა ირანის სამშენებლო სექტორი და აკრძალა ზოგიერთი მასალა, რომელიც შესაძლოა, ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებში იყოს გამოყენებული. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. ვაშინგტონის განცხადებით, ირანის...