საქართველოს ბანკი ეკონომიკურად გამართული, მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბათუმში საერთაშორისო ბრენდის ქვეშ 5 ვარსკვლავიანი, 180 ნომრიანი სასტუმრო და 4,500 აპარტამენტი აშენდება. კომპლექსში განთავსებული იქნება A კლასის ბიზნეს ცენტრი. პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში ...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ჟანდარმერიის ბარათები ვებპროგრამის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდა. საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულია რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს ფონდი. ამ ფონდში გაერთიანებულ დოკუმენტთა შორისაა კარტოთეკა, რომელიც კავკ...
"ოპეკი +"-ის წევრებსა და მოკავშირეებს სურთ ვიდეოფორმატში განიხილონ სანავთობო გარიგების ცვლილება, წერს Wall Street Journal ალიანსის წყაროზე დაყრდნობით. მათი მონაცემებით, ორგანიზაციის ზოგიერთ წევრს, მათ შორის რუსეთსა და საუდის არაბეთს, სურთ ეტაპობრივად ნავთობის მოპოვების ზრდა აგვისტოს თვეშ...
ხარაგაულის მერმა დღეს, 13 ივლისს, თანამდებობა დატოვა. მან ხარაგაულის მოსახლეობას Facebook-ით მიმართა და გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა. ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, ის რჩება „ქართული ოცნების" გუნდში, და აგრძელებს მართველ გუნდთან ერთად მუშაობას, მოსახლეობას კი სასარგებლო საქმეების კე...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 2020 წლის 13-14 ივლისს ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ნატოსა და ევროკავშირში. კერძოდ დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც სიტყვით მიმართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდ...
ბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაჭრილები კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანეს. მათ დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული. "დღეს გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა 2 მა...
? რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი? ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ. ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის ...
რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე ისაუბრა. „გუშინ, 12 ივლისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა პროვოკაც...
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ არ გამორიცხა, რომ პროკურატურას შაქარაშვილის საქმის მასალების გასაცნობად მიმართოს. ის უახლოეს დღეებში გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლებს შეხვდება და შემდეგ გადაწყვეტს, რა ფორმით ჩაერთვება საქმეში. „ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს საზოგადოებას. ჟურნალისტებიც აქტიურად აშუქებე...
მტკვარში 31 წლის ქალს ეძებენ. მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ქალის ავტომობილი და გამოსამშვიდობებელი წერილი ნახეს. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფი მას შემდეგ ჩაერთო, რაც ორი დღის წინ გაუჩინარებული ქალის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით 112-ში დაკარგულის მეგობარმა დარეკა. გამოძიე...
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, ქ. თბილისში, სერგო ზაქ...
დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, თამარაშვილის ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლსა და ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვის მოჭრა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, უკვე მოიჭრა ხუთი ფიჭვი და სამი კედარ...
სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშიანიანი საზღვარზე ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკისრებს. "აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მთლიანად ეკისრება პასუხისმგებლობა რეგიონალური დესტაბილიზაციის შედეგებზე... შეშფოთებას იწვევს თურქეთის პოზიცია, რომელიც მიმართულია რეგი...
გლდანის რაიონში, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, ამორტიზებული სახურავი 34 მისამართზე რეაბილიტირდა. სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა, როგორც ქანობიანი, ასევე, ბრტყელი სახურავები და რეაბილიტირდა წყალსაწრეტი მილები. ჯამში, 34 სახურავისთვის ...
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი ...